უყურადღებოდ დატოვებული გმირი გენერლის საფლავი - განსასვენებელს ქვა და წარწერა არ აქვს
გმირი გენერლის გიორგი კვინიტაძის საფლავი უყურადღებოდა არის მიტოვებული, "ქართულმა ოცნებამ" მისთვის ვერ მოიცალა. "პირველებმა" საფრანგეთიდან სამხედრო პატივით ჩამოსვენებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავასარდლის განსასვენებელი გადაიღო. სამარხი მოუვლელია, მას არც წარწერა და არც ქვა აქვს. გენერლის სახელი და გვარი და ასევე, დაბადების და გარდაცვალების თარიღი საფლავთან ფურცელზეა დაწერილი, რომელიც სავარაუდოდ, პანთეონის დამთვალიერებელმა დატოვა.
ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირი პანთეონში დაახლოებით ერთი წლის წინ დაკრძალეს.
ყოფილი სამხედროები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მთავრობა მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზეა ორიენტირებული.