"1500 კვ. მეტრი ბევრი არ არის" - გია ვოლსკი რობერტ სტურუასთვის 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე

06.02.22 15:03
"1500 კვ. მეტრი ბევრი არ არის" - გია ვოლსკი რობერტ სტურუასთვის 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსი ფიქრობ, რომ თხინვალაში მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ რობერტ სტურუას ქვეყნის წინაშე გაწული სამსახურისთვის გადასცა. მმართველი გუნდის წევრი ასევე ამბობს, რომ 1500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ბევრი არ არის. 

რობეტ სტურუას რა დამსახურება აქვს არ ვიცი. "მთავარი არხი" თუ დასვამს და ტვ პირველი ამ შეკითხვას. მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელობამ თქვენი არხის კარგად იცის რა დამსახურება აქვს რობერტ სუტურას ქვეყნის წინაშე. 1500 კვ. მეტრი დიდი ტერიტორია არ არის და თანაც არ მინდა ნინო ბურჯანაძის თემას დავუბრუნდე, იმას რა დამსახურება ჰქონდა ნახევარი წყნეთი რომ 1 ლარად მისცეს? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რასაკვირველია, რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება სახელმწიფომ მას მისი ცხოვრების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1500 კვ. მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისთვის, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ღარიბაშვილმა რობერტს სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად მისცა - ძღვენი რეჟისორმა "ქართლი ოცნების" მხარდამჭერი ინტერვიუს შემდეგ და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღო. 

ყველაფერი 2021 წლის 3 ნოემბერს დაიწყო - არჩევნებიდან 3 დღეში მთავრობამ 1945-ე განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის 1 ლარად მიყიდვა დაავალა. კონტრაქტში სტურუა მყიდველად, ქონების მართვის სააგენტო კი გამყიდველად არიან მოხსენიებული. 

ქონება, რომელიც ღარიბაშვილმა რობერტ სტურუას ერთ ლარად მიჰყიდა, ლისის ტბის მიმდებარედ სოფელ თხინვალაში, კეჭაყმაძის ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" მოიპოვა ქონების მართვის სააგენტოსა და რობერტ სტურუას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სტურუამ ეს ქონება ნამდვილად ერთ ლარად მიიღო, თუმცა დანარჩენ საბუთებს პრემიერი მინისტრი მალავს.