ეს არის ხარკი მოსახლეობის ხარჯზე - ხაბეიშვილი რობერტ სტურუასთვის გადაცემულ ძღვენზე

06.02.22 15:25
ეს არის ხარკი მოსახლეობის ხარჯზე - ხაბეიშვილი რობერტ სტურუასთვის გადაცემულ  ძღვენზე

"ნაციონალური მოძროაბის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის მიერ რობერტ სტურუასთვის გადაცემულ ძღვენზე საუბრობს და მას მოსახლეობის ხარჯზე გადახდილ ხარკს უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავრობა ძღვენს ჩუქნის ყველას, ვინც მას მხარს პროპაგანდისტულად უჭერს. 

ჩვენ უკანასკნელ პერიოდში რას ვხედავთ, რომ ტყე გადაუფორმა საკუთარ მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს, მერე ნარმანიას მეუღლეს ტყე აჩუქეს საბადურის ტყეში, არ ვიცი, რაღაცა იჯარით მისცეს. ამასობაში მიიერთეს მთები, ზღები, არ ვიცი, ყველაფერს თრეულობს კრიმინალური "ოცნება" და ამასობაში ვხედავთ, რომ ძღვენსაც აძლევს იმ ადამიანებს, ვინც პროპაგანდისტულად ეხმარება ხოლმე მათ და პროპაგანდისტულ არხებზე დაჯდება და რაღაც კონკრეტულ ქეისებს ყვება, რაღაცა აგრესიას ღრის ოპოზიციის მიმართ და ეს არის ხარკი, ფაქტობრივად, მოსახლოების ხარჯზე, - თქვა ხაბეიშვილმა. 

ღარიბაშვილმა რობერტს სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად მისცა - ძღვენი რეჟისორმა "ქართლი ოცნების" მხარდამჭერი ინტერვიუს შემდეგ და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღო. 

ყველაფერი 2021 წლის 3 ნოემბერს დაიწყო - არჩევნებიდან 3 დღეში მთავრობამ 1945-ე განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის 1 ლარად მიყიდვა დაავალა. კონტრაქტში სტურუა მყიდველად, ქონების მართვის სააგენტო კი გამყიდველად არიან მოხსენიებული. 

ქონება, რომელიც ღარიბაშვილმა რობერტ სტურუას ერთ ლარად მიჰყიდა, ლისის ტბის მიმდებარედ სოფელ თხინვალაში, კეჭაყმაძის ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" მოიპოვა ქონების მართვის სააგენტოსა და რობერტ სტურუას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ სტურუამ ეს ქონება ნამდვილად ერთ ლარად მიიღო, თუმცა დანარჩენ საბუთებს პრემიერი მინისტრი მალავს.