"ლელოს" ლიდერები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ

07.02.22 09:40
"ლელოს" ლიდერები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ

ლელოს" ლიდერები, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საერთაშორსო მდივანი გრიგოლ გეგელია  დღით სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მაღალი დონის შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან, ევროპული კომისიის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან გამართავენ. 

შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა იქნება.