მესამე პრეზიდენტის წამება - საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

07.02.22 09:54
მესამე პრეზიდენტის წამება - საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე" - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

შექმნის შემთხვევაში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები უნდა შეისწავლოს. კომისიის პრეროგატივა იქნება ასევე, მესამე პრეზიდენტის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თე იქნება, კომისიის წევრთა რაოდენობა კი 9 წევრით განისაზღვრება.

იცინიატივას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.