ენმ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

07.02.22 11:14
ენმ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბოკუჩავამ ასევე, ყურადღება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით  საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ენმ ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ. 

უმნიშვნელოვანეს ინიციატივასთან ერთად გვაქვს კიდევ რამნიდემე ინიციატივა, რომელიც დღეს გვინდა რომ გავაჟღეროთ. ერთი, ეს არი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარება უახლოეს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის. უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანს, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ცედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, როგორც ეს მოხდა რეზოლუციის შემტხვევაშიო, ურკაინაში ვიზიტის შემტხვევაში, ამ შემტხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. უკრაიანაში ვიზიტისასას გადაწყვდა საქართველო-მოლდოვა- უკრაინის ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დადგეგმვა ბალტიის ქვეყნებში უკრაინის რადას წევრებთან ერთად, - განაცხადა ბოკუჩავამ.