დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება - ხაბეიშვილი "იმედის" კადრებზე

07.02.22 11:32
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება - ხაბეიშვილი "იმედის" კადრებზე

ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს - ასე აფასებს "ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ "ტვ იმედის" მიერ ფარული კადრების გავრცელებას. ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კადრების გამო მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელზე გულისწყრომა არ ექნება. 

ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს ნამდვილად, მათ შორის, ნიკა მელიას პოზიცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლას მხარს არ უჭერდა, გულისხმობდა შემდეგს, რომ მან იცოდა რა ელოდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ვგულისხმობ მის თავისუფლების აღკევთას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფსა, რაც პრინციპში, პრეზიდენტ სააკაშვილმაც იცოდა და ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. მას ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ,რ ომ საქაქრთელოში ჩამოსვლის შემთხვევაში რუსული რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეცდებოდა  მის დაკავებას, რისი საქმის კურსშიც სააკაშვილი იყო. დარწმუნებუილი ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება და დიდი ალბათობით არც დაინტერესდებოდა აი, ამ რაღაცა სისულელის გამოქვეყნებით, - თქვა ხაბეიშვილმა. 

რამდენიმე დღის წინ ტვ იმედმა ფარულად გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ნიკა მელიას ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.