ბათუმის მერის კაბინეტს სამართალდამცველები იცავენ - არჩილ ჩიქოვანი მოქალაქეებსაც კი არ ხვდება

07.02.22 11:38
ბათუმის მერის კაბინეტს სამართალდამცველები იცავენ - არჩილ ჩიქოვანი მოქალაქეებსაც კი არ ხვდება

ბათუმის მერის კაბინეტს სამართალდამცავები იცავენ,  შენობის გარეთ კი კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ირკვევა, რომ არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციასთან ერთად, ახლა უკვე მოქალაქეებსაც ემალება. 

ადამიანები, რომლებიც 26 მაისის ქუჩაზე კომერციულ ფართებს ფლობდნენ და დაზარალდნენ დღეს მერმა არც კი მიიღო. რაც შეეხება ოპოზიციას "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ხელისუფლების ოპონენტები მერიის შენობასთან არ იმყოფებიან, თუმცა ჩიქოვანს მაინც გაძლიერებული დაცვა იცავს. 

არჩილ ჩიქოვანს ოპონენტები ტყუილში ამხელენ, თუმცა მასთან კომუნიკაციის სხვა ფორმას ირჩევენ - ენმ-ს წევრები მათუმის მერს ყოველდღიურად წერილობით მიმართავენ და მოითხოვენ იმ პრობლემებზე წერილობით პასუხს, რომელიც ბათუმში არსებობს. 

ოპოზიციამ ამ ხერხს მას შემდეგ მიმართა, რაც შეხვედრის ყველა მცდელობას ჩიქოვანმა საპოლიციო ძალით უპასუხა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის თქმით, დღეს მთავარი შეკითხვა ბათუმის სანაპირო ზოლზე არსებული უმძიმესი მდგომარეობაა. ოპოზიციის მტკიცებით,  მერმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ საგამოძიებო კომისია შექმნა და ადგენს რამ გამოიწვია ბათუმის ბულვარის დაზიანება. 

არ ვაპირებთ მერთან შესვლას, ეს ბიჭები ტყუილად შეაწუხა, ჩვენ ვაპირებთ, ყოველდღე მივწეროთ წერილი მერს",- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზი.

ოპოზიციის მოთხოვნაა, საკითხზე სასწრაფო წესით შეიქნას კომისია და უმოკლეს ვადებში დაიდოს კონკრეტული დასკვნა, როგორ შეიძლება სანაპირო ზოლი განადგურებისგან დაიცვან.