ნიკა მელიას სკანდალური განცხადება - მესამე პრეზიდენტი დუმს
ნიკა მელიას სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტი დუმს. მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე შეხვდა, თუმცა ინტერესბეის დამცველი ირმქუნება, რომ მესამე პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" თვამდჯომარეზე არაფერი უთქვამს.
მშვენიერაძის თქმით, ძირითადი საუბარი საპარლამენტო საგამოძიეო კომისიის შექმნის საკიტხს შეეხებოდა.
რამდენიმე დეტალის დაზუსტება მსურდა მასთან შეხვედრაზე და ამ დეტალებზე ვისაუბრეთ. დღეს აქტუალური თემა არის საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომელსაც პარლამენტში ინიცირებას გაუკეთებენ. დიახ, ეს საქმე უნდა იქნეს შესწავლილი პარლამენტის მხრიდან. ჩვენ წინასწარ გვესმოდა პოზიციები, რომ თითქოს ხელისუფლება მხარს უჭერდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა ვნახეთ, რომ ამის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს, მათ შორის, დღეს, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საქმეზე საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება არსებითად ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, - ამბობს მშვენიერაძე.
რამდენიმე დღის წინ ტვ იმედმა ფარულად გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ნიკა მელიას ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.