მელია თავს იმართლებს რომ ეს უჩინ-მაჩინის ქუდით არის ჩაწერილი - თალაკვაძე "იმედის" კადრებზე

07.02.22 13:32
მელია თავს იმართლებს  რომ ეს უჩინ-მაჩინის ქუდით არის ჩაწერილი - თალაკვაძე "იმედის" კადრებზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ტვ იმედის" მიერ გავრცელებული კადრები "ნაციონალურ მოძარობაში" კრიზისზე მიუთითებს. საუბარია საქალაქო სასამართლოს ეზოში ფარულად ჩაწერილ კადრებზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თვამჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით სინამდვილეში ყველამ იცის, უბრალოდ, ამის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ და სწორედ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა, რომ სააკაშვილს აქვს პარტიაში აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული გარემო შექმნილი. მელიას დაქვეითება თუ მელიას დასჯა პოლიტიკურად, თანამდებობრივად პარტიის შიგნით უკვაშირდებოდა ზუსტად იმას, რომ მელია ამ რელობას, როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით და უკვე საუბრობს ამაზე საჯაროდ. ეს მიუთითებს "ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზულ კრიზისზე. მელია თავს იმართლებს, რომ ეს ღილით არის, ანუ უჩინ-მაჩინის ქუდით არის ჩაწერილი, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ საჯაროდ ის ესაუბრება მოქალაქეებს და ამის უარყოფა კიდევ მეორე სირცხვილი და მეორე პრობლემაა, - თქვა თალაკვაძემ.