კომიტეტმა ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "დროას" და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებისთის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიამ და შალვა ნათელაშვილმა საშემოდგომო სესიის 15-ივე პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. ქადაგიშვილის თქმით, არცერთ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაუვლიათ, რაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ყველაზე დიდხანს დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძის საკითხზე იმსჯლეს. მიზეზი რის გამოც "ლელოს" ლიდერისთვის უფლებამოსილების შეჩერება უნდათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია.
დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილული იქნა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კუჭავას წერილობითი მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და დადგინდა, რომ მას მანდატი ვადამდე უნდა შეუწყდეს.