ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დიდ ქვას დავადებ - შალვა ნათელაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე

07.02.22 15:24
ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დიდ ქვას დავადებ - შალვა ნათელაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე

"ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დიდ ქვას პირადად მე დავადგამ, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც კი არ ამოძვრნენ და სასქართველოს მომავალი არ გაამრუდონ" - ასე პასუხობს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი "ქართულ ოცნებას", რომელიც შალვა ნათელაშვილისთვის სადებიტატო მანდატის შეწყვეტას გეგმავს. 

პირველი ლეიბორისტი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შიშითაა ნაკარნახევი, დიკრექტივა კი ივანიშვილისგან მოდის. 

როგორც ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, იმ შემთხვევაში თუ ის საკანონმდებლო ორგანოში შევა, პირველი საკითხი, რასაც დააყენებს ეს "ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის საგამოზიებო კომისიის შექმნა იქნება". 

ივანიშვილის დიქტატურა უპრეცენდენტო სახეს იღებს, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, სადებუტატო უფლება-მოსილებას წყვეტს პარლამენტი, იმის გამო რომ დეპუტატს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ბოიკოტი გაყალბებისა და ძალაუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არცერთ ეპოქაში, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით. ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩვენი, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის?! ამის შემდეგ ვინმე დაიჯერებს, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" ივანიშვილი ფრაქციის სახით შეუშვებდა პარლამენტში, არ გააყალბებდა არჩევნებს, არ მოახდენდა მასობრივ ფალსიფიცირებას და არ მისცემდა დავალებას, რომ ჩვენი ფეხი არ ყოფილიყო პარლამენტში. 

სანამ ეგონათ რომ იქ არ შევიდოდი, ბოიკოტს გავაგრძელებდი მომდევნო ოთხი წელი, გაცდენები საპატიოდ მიდიოდა, უფლება-მოსილების გაწყვეტაზე უარიც მითხრეს, როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ, იმავე წუთს უფლება-მოსილების შეწყვეტით გამოგვეხმაურნენ, ამჯერად საპროცედურო კომიტეტის დონეზე და აპირებენ პარლამენტში ამის გატანას"- თქვა ნათელაშვილმა. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.