მესამე პრეზიდენტის წამება - "ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს
საქართველოს მესამე პეზიდნეტის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე "ქართული ოცნება" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იგონებს ხრიკებს, რათა პარლამენტში, სამუშაო რეჟიმში დაბრუნება გაამართლოს.
ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ თავის მხარდამწერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება და ამას ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა. ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი ხელმძღვანელობით მთელი სახელმწიო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძმეს კანონდარღვევებში, რომელიც გვირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ, აქ გამოსაძიებელი არც არაფერია, - თქვა თალკვაძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს ვერც მმართველი პარტიის წევრი, დავით სერგეენკო ხედავს. სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს საგმოძიებო სამსახურები, რომლებიც აღნიშნულ საქმეს სათანადოდ გამოიძიებენ.
ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არის, რადგან საგამოძიებო სამსახურები თავის საქმეს აკეთებენ, ასე რომ, რამე განსაკუთრებული საჭიროება ამისთვის ჩემთვის უცნობია. თუ ვინმე დამატებით არგუმენტებს მომაწვდის, რა თქმა უნდა, გავაანალიზებ და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. როცა პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შემდგომში, ახლა მიმდინარე პროცესი, რომელიც მოიაზრებს მის მოდერნიზაციას, პარლამენტის წევრებმა გამოხატეს სრული ნდობადა მე არანაირის სურვილი არ მაქვს, რომ გადავამოწმო, - თქვა სერგეენკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე" - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".
შექმნის შემთხვევაში დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები უნდა შეისწავლოს. კომისიის პრეროგატივა იქნება ასევე, მესამე პრეზიდენტის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თე იქნება, კომისიის წევრთა რაოდენობა კი 9 წევრით განისაზღვრება.
იცინიატივას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.