კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ლელოს" ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. "ოცნება" ბადრი ჯაფარიძეს მანდატს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოტივით უწყვეტს.
საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს, იმისთვის, რომ ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
ცნობისთვის, კომიტეტმა დღესვე, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც დაუჭირა მხარი.