სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია
პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე ენმ-მ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი უკვე დააინიცირა. კენჭისყრა სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მოხდება. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ დეპუტატების საჭირო ხმების მოგროვებას შეძლებენ და მესამე პრეზიდენტის საქმეს საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე ავტომატურად ეს საკიტხი დღის წესრიგში დგება, თუმცა შიდა მოლაპარაკება, ჩვენ რომელიც გვაქვს, ოპოზიციური ფრაქციებთან, მობილიზაციას ვაკეთებთ და ვვარაუდობთ, რომ მარტის დასაწყისში პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს მობილიზაცია დეპუტატების. მაღლი ალბათობით ეს საკითხი დაკმაყოფილდება და პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ამის იმედი გვაქვს, - თქვა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
"გირჩი" მზადაა ენმ-ს მიერ ინიცირებულ პროპექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა საკუთარი პირობა აქვს.
ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ჩვენს კოლეგას ოპოზიციური პარტიიდან შექმნან მათი გემოვნების მიხედვით საგამოძიებო კომისია იმ პირობით, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება, ჩვენც შეგვაქმნევინებენ და ქოცებს არ დაგვიძახებენ, - თქვა იაგო ხვიჩიამ.
საგაძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება "მოქალაქეების" ლიდერი, ლევან იოსელიანი. იოსელიანი თვლის, რომ კადრებში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავცრელა, წამება ასახული არ არის.
მე რაც ვნახე, ის ქმედება და ის კადრები ძალიან შორს არის ჩემი აზრით, წამებისგან. მერე არ ვთვლი იმიტომ, რომ ამ საგამოძიებო კომისიასმ ამის დამტკიცება გაუჭირდება და საბოლოო ჯამშ ის დასკვნა, რასაც დადებენ, კონტრპროდუქტიულკი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. წამება რა იყო, იცით? წამება იყო ის კადრები, რომელიც გამოქვეყნდა მეგის ქარდავასთან დაკავშირებით, აი, ის იყო წამება. შეადარეთ და დასკვნები აქედან გამომდინარე გააკეთ, - თქვა ლევან იოსელიანმა.