ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

07.02.22 21:01
ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

წყარო უკრაინიდან "პირველებს" უყვება, რომ ზურაბ ადეიშვილს სახლთან ოთხმა ქართველმა ჩასაფრება მოუწყო და ფუზიკურად გაუსწორდა.

უკრაინული მედია მომხდარს იუსტიციის ყოფილი მინისტრის საქართველოში საქმიანობას უკავშირებს. მედიის ინფორმაციით, 49 წლის ადეიშვილი ჰოსპიტალიზებულია.

ამ დროისთვის სამართალდამცველები თავდამსხმელების იდენტიფიცირებას, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.