"მოპარულია 4-დან 6 მილიონამდე ლარი "- აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

08.02.22 11:47
"მოპარულია 4-დან 6 მილიონამდე ლარი "- აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

"გადამგდები მთავრობა", "გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში" - ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.  ადგილზე მისულები ელექტროენერგიისა და გაზის გაზრდილ ტარფებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობისთვის გაორმაგებული ტარიფების დარიცხვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას და  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავას ეკისრება. 

სანამ ღარიბაშვილი ახალ წელს ცოლს ტყეს უფორმებდა, სანამ ნარმანია გაორმაგებულ ტარიფებს ხელს აწერდა, მის მეუღლეს საბადურის ტყეში ათობით ჰექტარს უფორმებდა, სანამ ეს ხალხი მდიდრდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს გაორმაგებული კომუნალური გადასახადები მიუვიდა და სანამ არ ვიბრძოლეთ, სემეკმა ნება არ იბოძა და გამოძიება არ დაიწყო"- უთხრა "ტვ პირველს" ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხებეიშვილმა. 

მისი თქმით, საუბარია 4-დან 6 მილიონამდე, რომელიც "მოიპარეს". 

ეს გული მათი ჯიბეებიდან უნდა ამოვიდეს და დაუბრუნდეს ხალხს. ამ მცირე დროში 4-დან 6 მილიონამდე ლარია მოპარული. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, გაორმაგებული გადასახადების უკან დაბრუნება და ნათელა თურნავას გადადგომაა. ის არის ამ პოლიტიკის გამტარებელი და თანამდებობრივად პასუხისმგებელი, თორემ ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფერის უკან, ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, კახა კალაძე და სხვები"- აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

ეკონომიკის სამინისტროს პარალელურად პოლციიაა მობილიზებული სემეკთან, სადაც პროტესტის მეორე ეპიცენტრსია.