პოლიტიკური მართლმსაჯულება და დემოკრატიის კრიზისი - "ლელო" ევროპარლამენტარებს ხვდება

08.02.22 11:54
პოლიტიკური  მართლმსაჯულება და დემოკრატიის კრიზისი - "ლელო" ევროპარლამენტარებს ხვდება

შეუსრულებელი ვალდებულებები, პოლიტიკური  მართლმსაჯულება და დემოკრატიის კრიზისი - პოლიტიკური პარტია "ლელო" ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპარლამენატარებს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და იმ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ესაუბრებიან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იარღად იყენებს. 

"ლელო" მიიჩნევს, რომ დასავლეთმა "ოცნების" ხელისუფლების მიმართ წნეხი უნდა გააძლიეროს. მათ თქმით,  ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმები განახორციელეს და დასავლეთს უფრო მეტად დაუახლოვდეს.

იმედგაცრუება არსბეობს იმასტან დაკავშირებით, რომ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს აზიანებს ქვეყანას და ქვეყნის შესაძლებლობას მეტი ფინანასური დახმარებად ა ფინანსური რესურსები მიიღოს ერვოკავშირისგან. ეს ეხება, რა თქმა უნდა, შარლ მიშელის დოკუმენტის მიმართ დამოკიდებულებას და დემარშს. მტავარი პრიორიტეტი იქნება სასამართლო რეფორმა და სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ამ გეგმის განხორციელებაზე ისაუბროს "ქართულმა ოცნებამ", შარშან წლის ბოლოს ორი ისეთი საკნაონდმებლო ინიციატივა, რომელიც პირიქით, საწინააღდეგოდ იყო გადადგმული ნაბიჯები, - თქვა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

შიდა პოლტიიკური პროცესების გარდა შეხვედრებზე "ლელოს" ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც საუბრობენ.