5 ივლისის საქმე - "ფილთაქვასავით ზემოდან ქვემოთ 10 კაცი მირტყამდა"

08.02.22 12:34
5 ივლისის საქმე - "ფილთაქვასავით ზემოდან ქვემოთ 10 კაცი მირტყამდა"

5 ივლისის საქმეზე -  პროცესი ისევ  მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი უკვე მიიყვენს. 

საქმე “რადიო თავისუფლების” ორ ჟურნალისტსა და ,”რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხება. 

პრორუსი მოძალადეების პირპირ სასმარათლოს ჩვენებას დაზარალებული ჟურნალისტები მისცემენ.

მასობრივი ძალადობის მონაწილეები დანაშაულს არ აღიარებენ და ამჯერად თავს მედიას, სხდომათა დარბაზში ესხმიან.

მანქანაში ვსხდებოდით, როცა პირველი თავდასხმა მოხდა ჩემ კოლეგაზე, თორნიკე მანდარიაზე. ჩაარტყეს სახის არეში, ჩაუმტვრიეს ცხვირი და კბილები. ამაზე მკვეთრი რეაქცია მქონდა, მანქანიდან გადმოვედი და ყვირილი დავიწყე. პოლიციას ვეძახდი, რომელიც დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით იდგა, თუმცა რეაქცია ნოლი ჰქონდა. ჩემს ყვირილზე, დაახლოებით 10 კაცი წამოვიდა ჩემი მიმართულებით და დაიწყეს სასტიკი ცემა. ფილთაქვას, როგორც ნაყავენ, ძირს ვეგდე და ზემოდან ქვემოთ 10 კაცი მირტყამდა. გამეტებით, მიზანმიმართულად თავისა და სახის არეში მირტყამდნენ"- აცხადებს  დათო ქორიძე, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი.