ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის მერიაში - მერმა ოპოზიციას პოლიცია დაახვედრა
დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა ქობულეთის მერიაში - "ნაციონალური მოძრაობა" მერთან შეხვედრას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები აუდიტის სკანდალურ დასკვნასთან დაკავშირებით აქვთ, სადაც უეყება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში პირდაპირ არის მხილებული.
მერმა კი ადგილზე ჩასულ ოპოზიციას პოლიციის დანაყოფები დაახვედრა. შენობაში მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. მეტიც, ადმინისტრაციულ შენობაში დღეს უბრალო მოქალაქეები განცხადების დასაწერადაც კი არ შეუშვეს.
აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა ცოტახნის წინ გასაჯაროვდა. ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დიდი ოდენობით თანხმების გაფლანგვის ფაქტები აუდიტმა ქობულეტის მერიაშიც გამოავლინა.
დადგენილია, რომ ათასობით ლარი საკრებულოს წევრებისთვის დაუსაბუთებლად არის გადახდილი. ამავე დოკუმენტით დასტურდება, ისიც რომ მერიამ თითქმის ცხრა მილიონის ღირებულების პროექტები საექსპერტო დასკვნის გარეშე ჩაიბარა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212 231 482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.
გავიგეთ ისიც, რომ 2019 წელს მერიაში დასაქმებული პირების ხელფასები 24%-ით, 2020 წელს კი - 30,4%-ით გაუზარდეს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯების ზრდა დაუსაბუთებელია.