დიდი ოპოზიციური გაერთიანება - რას ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები

08.02.22 13:35
დიდი ოპოზიციური გაერთიანება  - რას ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინიციატივა, რომელიც ოპოზიციური პარტიების "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს, ოპოზიციის დიდ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია. "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ აღნისნული ინიციატივა ტაქტიკურად არასწორი იქნება

არასწორი ტაქტიკაა, არასწორი სტრატეგიაა. ჩვენ თუ ავზილავთ ჩვენს განსხვავებულობას ყველა ერთ პარტიაში, ეს იქნება ის, რასაც საუბრობს „ქართული ოცნება“ , რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველას და ყველაფერს დაარვას „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, უნდა ვიყოთ კოორდინაციაში ერთმანეთთან, მაგრამ ის, რომ ჩვენის განსხვავებულობები წავშალოთ და ავრიოთ ერთ პარტიაში, ეს არის გამორიცხული, ტაქტიკურად არასწორია, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

 "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანების წინააღმდეგია "ლელოც". პარტიის წევრი, ფიქია ჩიხრაძე ამბობს, რომ "ლელო" მხოლოდ თანაბარუფლებიან თანამშრომლობაზეა თანახმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა დაჯგუფდნენ ისინი, ვინც თავსებადი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და წარმოიდგინეთ, რომ სხვა სეგმენტში უნდა დაჯგუფდნენ სხვა პოლიტიკური ძალები. „ლელო“ მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ მზად ვართ და ამის მაგალითიც ვაჩვენეთ, კოალიციური თანმშრომლობისთვის, მაგრამ „ლელო“ მხოლოდ თანაბარუფლებიანი პარტნიორი შეიძლება იყოს, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

ინიციატივა მიუღებლად მიაჩნია "ევროპულ საქართველოსაც". 

გიგი უგულავას წინადადება მისაღები აღმოჩნდა "კანონი და სამართალის" ლიდერისთვის, თაკო ჩარკვიანისთვის. მისი თქმით, ყოველთვის "ძალა-ერთობას " მომხრე იყო. 

მე საერთოდ ვარ გაერთიანების მომხრე და ყოველთვის ვიყავი „ძალა - ერთობის“ მომხრე. ზუსტად „ძალა - ერთობის“ დაშლაში ლომის წვლილი აქვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს. მე ვემხრობი ისევ დავუბრუნდეთ იმ ფორმატს, რასაც ჰქვია „ძალა -  ერთობა“ . მე არ ვიცი სიტყვა „ქოლგა“ რას ნიშნავს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაციონალურ მოძრობასთან“ ერთად, იმიტომ, რომ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს იყო პარიტეტზე , ჩვენ ჩვენი ხმა გვქონდა, ჩვენი უფლება გვქონდა 2018 წელს და ძალიან დიდი შედეგი დავდეთ, - თქვა ჩარკვიანმა. 

გიგი უგულავა ოპოზიციის ახალი გაერთიანების შექმნას აანონსებს. ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ყველა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუმცა  ყველაზე დიდ პარტიაში საკუთარი პოლიტიკური იდენტობა არ უნდნა დაკარგონ.

"გაერთიანება ერთადერთი შანსია, დაქსაქსულ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია"-  ფიქრობს უგულავა.