სპორტი პოლიტიკისგან დაცლილია - მორაგბე-დეპუტატი რაგბის კავშირის სკანდალურ წერილზე

08.02.22 13:53
სპორტი პოლიტიკისგან დაცლილია - მორაგბე-დეპუტატი რაგბის კავშირის სკანდალურ წერილზე

"ტვ პირველის" მიერ გასაჯაროებული სკანდალური დოკუმენტი მთელი დღეა განხილვის მთავარი თემაა - ფაქტს, რომ საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები რუსეთთან ერთობლივ შეკრებას გამართვას, ქართველი მორაგბეების უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. რაგბის კავშირის გამგეობის წევრებუ კი თავის მართლების რეჟიმში არიან. 

მორაგბე-დეპუტატი დავით კაჭარავა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოთ: 

რუსეთის ეროვნული ნაკრები აქ ჩამოსული იყო სათამაშოდ, 7 დღიანი შეკრებისთვის. რა ვიცი, სპორტი პოლიტიკისგან დაცლილია. არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაპოლიტიზიროთ. რომ არის ოკუპანტი, ჩვენი ქვეყნის 20% რომ აქვს ოკუპირებული, ჩვენთვის ნომერ პირველი პრობლემა რომ არის ამაზე საუბარი არ არის. აქ არის საუბარი სპორტზე, განვითარებაზე, რაგბიზე"- აცხადებს კაჭარავა. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ვიძინა ივანიშვილის პირადი მშენებელი, სამსახურში არ გამოჩენილა და განმარტებები არ გაუკეთებია.