შეხვედრები ბრიუსელში - "ლელოს" ლიდერები ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდებიან
"ლელოს" ვიზიტი ბრიუსელში - ამ წუთებში პარტიის ლიდერები ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენლებს ხვდებიან. პოლიტიკური პარტია შეხვედრას იმ პოლიტიკოსთან მართავს, რომელიც ისტორიული შეთანხმების პროცესში კრისტიან დენიელსონთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.
რიჩარდ ტიბელს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინფორმაცია საქრთველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ,მართლმსაჯულებაზე და "ოცნების" მიერ დარღვეულ შეთანხმებაზე მიაწოდეს. "ლელო" მიიჩნევს, რომ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გააძლიეროს.
საგარეო ქმედებების კომისიაში გვაქვს შეხვედრა, ბატონ ტიბელსთან, ის იყო წარმომადგენელი შარლ მიშელის მოლაპარაკებების დროს, ამიტომ მასთან ერთად განვიხილავთ იმ პროცესებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შარლ მიშელის დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენს ქმედებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვენს დამოკიდებულებას ამ დოკუმენტის მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელიც გაწერილია ამ დოკუმენტში, რომლეთა მიმართაც ჩვენ ერთგული ვრჩებით, - თქვა ჯაფარიძემ.
ტიბელსთან შეხვედრის გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს შეხვედრები ევროპარლამენტშიც აქვთ დაგეგმილი. ასევე, დღესვე ჩანიშნულია შეხვედრა შარლ მიშელის გუნდის წარმომადგენელთან, რომელთანც საუაბრი შარლ მიშელის დოკუმენტს შეეხება.