გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება.
დღევანდელ პროცესზე ჩვენება იმ გამომძიებლებმა მისცეს, რომლებიც მომხდარი ინციდენტის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ამბობენ, რომ ინცინდენტის დეტალებს იხსენებენ.
გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არცერთი მოწმე ინციდენტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.
ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესები თვეების განმავლობაშ შეჩერებულიყო, თუმცა ისევ განახლდა. თავად უგულავა ფაქტს მისდამი პოლიტიკური დევნით ხსნის.