სააკაშვილის მორიგი პროცესი ხვალ გაიმართება - მსჯავრდებული პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

08.02.22 15:31
სააკაშვილის მორიგი პროცესი ხვალ გაიმართება - მსჯავრდებული პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი ინფორმაციით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმზე გაიმართება,  მიხეილ სააკაშვილი განცხადებას გააკეთებს. 

ხვალ მიხეილ საკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით აქვს პროცესი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში არის. ხვალ მიხეილ სააკაშვილი აპირებს განცხადების გაკეთებას პროცესზე. თუ ჩივილებს არ ექნება მოგვარების გზები მოძებნილი, ის ჩივილები ჩივილად დარჩება და  მდგომარეობა გაუარესდება, ეს არის საგანგაშო, - თქვა ხერხეულიძემ.