მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი - სასამართლო დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს

09.02.22 09:46
მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი - სასამართლო დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს

საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი გაიმართება. სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტიც დაესწრება და საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. პროცესი 11:00 საათზე ჩანიშნული. 

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. მათი თქმით, ჩუბინიძის გამოკითხვა კიდევე ერთხელ ცხადყოფს, რომ ხარჯი ბიუჯეტიდან, რომლის გაფლანგვასაც მესამე პრეზიდენტს ედავებიან, სრულიად ლეგალურია. 

ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა ჩუბინიძე ჩვენების მისაცემად.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.