მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

09.02.22 11:19
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო.   ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი - ანზორ ჩუბინიძე მისცემს.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.