ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის პროცესზე
ხმაურია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე საბრისას ბრალდების აბსურდულობაზე ისაუბრა.
პროცესი, რომელიც ტარდება არის პოლიტიკური, ანეკდოტური, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისოტირაში"- ამბობს სააკაშვილი.
მან სხდომაზე "ქართული ოცნების" ლიდერების, პრემიერ-მინისტრის, მათ შორის პროკურორების ძვირადღირებული მდიდრული სახლების ფოტები წარადგინა. სააკაშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
უფრო კონკრეტულად, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლების ფოტოები წარადგინა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თავი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან არ შეუკავებია.
"ეს არის მათი მედიების ფეიკ ნიუსები"- თქვა წყობიდან გამოსულმა პროკურორმა. ბრალდების მხარის ამ გამოსვლას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპროტესტებენ.
ბატონი არჩილი სრულაიდ პროვოკაციულად წამოდგა, ხმამაღლა, შეაწყვეტინა და გააკეთა პოლიტიკური შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება" განაცხადა ბექა ბასილაიამ და მოსამართლეს რეაგირებისკენ მოუწოდა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა კი მხარეებს მიმართა, რომ თუ მხარეები სიმშვიდეს არ შეინარჩუნებენ, სხდომას დახურავს.