საკაშვილის პროცესზე ისევ ხმაურია - მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი დარბაზიდან გააძევა

09.02.22 12:16
საკაშვილის პროცესზე ისევ ხმაურია - მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი დარბაზიდან გააძევა

თბილისის საქალაქო სამართლოში ისევ ხმაურია - მოსამართლემ დეპუტატი  თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

"კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა, რა ჯანდაბაა?!" - თქვა ჩარკვიანმა, მოსამართლის რეპლიკის საპასუხოდ, როცა ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ საჯარო მოხელეების სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები "ვერ გაუტარებდნენ".

საბოლოოდ, ჩარკვიანი დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები