კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი - ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა გრძელდება
საქალაქო სამართლოში დღეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოამართლე ოპოზიციის აქტიოვისტის, ბესიკ თამლიანის საქმის განხილვას აგრძელებს. დაცვის ხმარე ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, თუკი სასამართლო ობიექტური იქნება, ერთდერთი სმართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს.
დაცვის მხარეს აქვს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება და გამოკითხული ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ბესიკ თამლიანის მხრიდან არანაირი სახით მუქარას და შესაბამისად, ვიდეოკადრებიც ადასტურებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში, დარწმუნებულები ვართ, რომ მოსამასრთლის მიერ გამოტანილი უნდა იქნას, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი, - ამბობს ადვოკატი.
ბესიკ თამლიანი ოჯახის წევრების თქმით, თუკი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებენ.
თამლიანი 29 ნოემბერს მიხიელ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მას გომალურის უწყება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.