საქართველომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი დავა წააგო

10.02.22 14:51
საქართველომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი დავა წააგო

საქართველომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი დავა წააგო - ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

საქმე ეხება 2014 წლის 25 ივლისს მომხდარ გახმაურებულ ფაქტს, როცა 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით აწარმოებდა.

საია-ში ამბობენ, რომ მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. 

მსგავსი სიახლეები