ომიკრონის დროს ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს - ირაკლი ღარიბაშვილი

14.02.22 12:15
ომიკრონის დროს ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს". 

განცხადება მთავრობის მეთაურმა, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტმა აზრი დაკარგა. 

„მწვანე ბარათების“ გამოყენებამ აზრი დაკარგა . თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“ - მე ვარ ერთი მაგალითი, მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“.  მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი.  იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია არაერთი სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება"- ტქვა პრემიერმა. 

ცნობისთვის, ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა  21 ადამიანი.  22 517 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა.  ჩატარდა 9 688 ტესტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები