სახელმწიფო დროულად რომ ჩარეულიყო, შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო - გენადი ბესტაევის ცხედარს საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ

17.02.22 11:31
სახელმწიფო დროულად რომ ჩარეულიყო, შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო -  გენადი ბესტაევის ცხედარს საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ

ოკუპანტების წამების კიდევ ერთი მსხვერპლის, გენადი ბესტაევის ცხედარს სოფელ მერეთში, საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ. გარადაცვლილის ახლობლები პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხზელისუფლებას აკისრებენ. 

შეიძლება, ცოცხალი ყოფილიყო, რომ სახელმწიფო დროულად ჩარეულიყო..."- აცხადებენ ადგილობრივები. 

 

 

ოკუპანტების  2 წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული კაცი გუშინ  კლინიკაში  გარდაიცვალა.

52 წლის ბესატევი  ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის საოკუპაციო  რეჟიმს წლების განმავლობაში  ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავდა გამოკეტილი. ის ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.