მთავრობას უფრო მეტი შეეძლო, საერთოდ არავის არ აინტერესებს - ბესტაევის და

17.02.22 11:38
მთავრობას უფრო მეტი შეეძლო, საერთოდ არავის არ აინტერესებს - ბესტაევის და

ოკუპანტების წამების კიდევ ერთი მსხვერპლის, გენადი ბესტაევის ცხედარს სოფელ მერეთში, საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ.   ბესტაევის ოჯახს ღარიბაშვილის მთავრობიდან  ამ დრომდე სამძიმარიც კი არ მიუღია. 

მთავრობას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, იმიტომ რომ დასაკარგი ადამიანი არ არსებობს. ვინ არიან, რომ გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე და საკუთარი სახლიდან მიჰყავთ ადამიანები?! ჩვენთან ამ დრომდე არავინ მოსულა"- აცხადებს ბესტაევის და, ნაირა გუდაძე. 

ოკუპანტების  2 წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული კაცი გუშინ  კლინიკაში  გარდაიცვალა.

52 წლის ბესატევი  ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის საოკუპაციო  რეჟიმს წლების განმავლობაში  ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ყავდა გამოკეტილი. ის ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.