ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე - სასამართლოში დაზარალებულებს უსმენენ

17.02.22 13:31
ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე  -  სასამართლოში დაზარალებულებს უსმენენ

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს მომხდარი ძალადობის საქმეზე დაზარალებულების გამოკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლე  სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების ჩვენებებს უსმენს, რომლებიც დეტალურად ყვებიან როგორ ძალადობდნენ რადკილაური ჯგუფის წარმომადგენლები ჟურნალისტებზე და   რა ხდებოდა "სირცხვილიას" ოფისში, სადაც ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურია და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას  სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ.

ისინი ძალადობდნენ ჩვენზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ჩვენ ვნახეთ ლექსო ლაშქრაავას მაგალითი, როგორიც იყო და სამწუხაროდ, როგორც დასრულდა. იმავე შენობაში ვიმყოფებოდი, რომელშიც ლექსო და მირანდა იყვნენ, აუცილებლად უნდა დაისაჯოს რა თქმა უნდა. რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ სადარბაზოში იმყოფებოდა, მეც ვიცანი და მეც მივეცი ჩვენება და იგივვეს გავიმეორებ სასამართლოში"  - ამბობს "პირველი არხის" ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი. 

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გათავისუფლდნენ, რადგან უდანაშაულოები არიან.

არცერთი მოწმე ბრალდებულებს არ ამხელს დანაშაულში, რადგან მათ ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ. სწორედ ამიტომ ლოგიკურია ვარაუდი იმისი, რომ დავით კუტალაძე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს", - ამბობს ბრალდებულის  ადვოკატი.

 რა მტკიცებულბებებიც წარმოადგინა ბრალდებამ არ იკვეთება ის დანაშაული, რასაც გვედავება კონკრეტულად პროკურატურა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას ლექსო ლაშქარავასთან საერთოდ შეხება არ ჰქონია იმ დღეს. თვითონ ამბობს, რომ იგი პირველი შევიდა, ავიდა ზევით და საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან", - ამბობს ბრალდებულის ავდოკატი. 

საქმის პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან გამომძიებლები. ბევრჯერ ვნახეთ ვიდეოჩნააწერი და ექვსივე ბრალდებული აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში იდენტიფიცირებულია", - ამბობს პროკურორი. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო "სირცვილიას" ოფისში მომხდარი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე დღეში  გარდაიცვალა.