როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს - კობახიძე ოპოზიციას მონანიებისკენ მოუწოდებს

17.02.22 13:03
როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს -  კობახიძე ოპოზიციას მონანიებისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 3 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტიდან გაძევება პოლიტიკურ დევნას არ უკავშირდება.კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას შეეძლო საკანონმდებლო ორგანოში 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის შეეწყვიტა უფლებამოსილება, თუმცა ეს არ გააკეთა.  მმართველი პარტიის ლიდერი ბადრი ჯაფარიძეს მონანიებისკენ მოუწოდებს.

როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, ბუნებრივია, სისტემა სცემს მას პასუხს. ჩვენ რომ გვდომოდა ვინმეს პოლიტიკური დევნა, ჩვენ შეგვეძლო 5 თვის წინ დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა ეს არ გავაკეთეთ. მონანიება სამართლებრივადაც არის ხოლმე შემსუბუქების საფუძველი და მითუმეტეს, როც აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არდაპირისპირება შეიძლება გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", - თქვა კობახიძემ.