რა თქმა უნდა, ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - სერგეენკო ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა "ნახევრად პოლიტიკური" გადაწყვეტილება იყო.
რა თქმა უნდა, ეს ნახევრად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან პარლამენტი მსჯელობს ამაზე, შეწყვეტა-არშეწყვეტაზე და არ არის სუფთა სამართლებრივი გადაწყვეტილება. რთულია, რომ გიპასუხოთ. ნახევარი პოლიტიკაა ამ გადაწყვეტილებებში და ნახევარი სამართლებრივი.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მომესმინა არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება და ასე შემდეგ", - თქვა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის შესახებ განაცახდა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში გადაწყვეტილება მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. საქმე ეხება ბადრიო ჯაფარიძისთვსი პარლამენტში მანდატის ჩამორთმევას.