საზარელი დანაშაული ფოთში - ახალშობილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დედის თქმით, არ იცოდა, რომ ორსულად იყო
საზარელ დანაშაულში ბრალდებული 34 წლის ქალი ირწმუნება, რომ ფეხმძიმობის შესახებ არ იცოდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მშობიარობა ნაადრევად დაეწყო. ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ამტკიცებს, რომ ნაყოფი უფრო პატარა იყო, ვიდრე 9 თვის ბავშვი:
ბრალდებულის ადვოკატი, ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ფოთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებით ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.
ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, რომ ის მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ თუ რა მოხდა რეალურად, ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა თუ ცოცხალი იყო და შემდეგ მოხდა დანაშაული. ამის გარკვევა აბსოლუტურად ცვლის კვალიფიკაციას, პროცესს და ყველანაირ მოქმედებას", - განაცხადა ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურორმა ალექსანდრე კოდუა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ქალმა ეს დანაშაული ჩაიდინა.
„ამ ეტაპზე არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა. მტკიცებულებებს დეტალებში ვერ შევაფასებთ, ვინაიდან გრძელდება გამოძიება. დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, რაც ამ საქმეზე საჭირო არის“, - აღნიშნა ალექსანდრე კოდუამ.
საზარელი დანაშუალი ფოთში სამი დღის წინ მხოდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქალმა ახლაშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მოსახლეობამ მას შემდეგ იპოვა , რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ბავშვი გადაგდებამდე ცოცხალი იყო თუ არა.
ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.