ღარიბაშვილის გარემოცვის პერსონალური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ - "მთავარი მიზანია, გაჩერდეს ნოდარ მელაძე"

17.02.22 13:42
ღარიბაშვილის გარემოცვის პერსონალური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ - "მთავარი მიზანია, გაჩერდეს ნოდარ მელაძე"

ღარიბაშვილის გარემოცვის პერსონალური ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ - ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერი და მისი უახლოესი გარემოცვის მთავარი მიზანია ნოდარ მელაძე გააჩუმონ და კრიტიკულ მედიას დისკომფორტი შეუქმნან. 

მათი მთავარი მიზანია გაჩერდეს ნოდარ მელაძე. ვხედავთ, წლების განმავლობაში რასაც აკეთებენ - ემუქრებიან კონკრეტულ ჟურნალისტებს, იწყებენ გამოძიებას კრიტიკული მედიამფლობელების წინააღმდეგ. ეს კონკრეტული ნაბიჯები მიმართულია იქითკენ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა არ ისაუბრონ, არ გამოიძიონ, არ უთხრან ადამიანებს, რომ მათ ფულს პარავენ და კონკრეტული ადამიანები მდიდრდებიან.  

ამ ყველაფრით მედიაგარემო ზარალდება, ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებამ რა შეიძლება დამატებით მოიფიქროს, რომ გააჩუმოს მედია'' - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 

"მედიის უფლებების" ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სახეზეა ჟურნალისტების დაშინების მცდელობა. 

სარჩელი აცდენილია საქართველოს კანონმდებლობას, რადგან არ შეიძლება ჟურნალისტი მოპასუხე იყოს. 

ჟურნალისტის პირადი ქონება და ანგარიშები  არ შეიძლება დავაში რაიმე კუთხით იყოს  განხილული, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას"- თქვა მან. 

ნათია კაპანაძის თქმით, ამ დავაში სასამართლოა ის რგოლი, რომელმაც ჟურნალისტის დაცვა უნდა უზრუნველყოს. 

ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმების ახალ ხერხებს მიმართავს. პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვამ "ტვ პირველის"  გამომძიებელი ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

საქმე ეხება ბიზნესმენ ნუგზარ ალუღიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მამის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას. 

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები მომხდარს პრემიერის პერსონალურ შურისძიებას უკავშირებენ. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პრემიერი  ძალიან გაბრაზდა, იმ თემით, რომ სწორედ მისმა გუნდმა  გამოიკვლია ღარიბაშვილის მიერ მიტაცებული, ბაკურიანი ტყის ამბავი. 

მსგავსი სიახლეები