მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში ხდება, აისახება გაცვლით კურსზე - გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის დროს, ეროვნული ბანკი კომენტარს ვერ გააკეთებს. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ლარის კურსის მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება, რადგან მცურავ გაცვლით კურსზე მსოფლიოში ან რეგიონში მიმდინარე პროცესები აისახება.
მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ყოველთვის არის მოსალოდნელი ორივე მხარეს მოძრაობები. შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსია, კომენტარები გაკეთდეს. მერყეობა იყო და იქნება, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, სხვადასხვა ცვლილება, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსში
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კურსი გამყარდება, ეს პროცესს დაეხმარება, რომ ინფლაცია მაღალი აღარ იყოს. გარდა ამისა, ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოში გვაქვს, საკმაოდ მკაცრია და ესეც ეხმარება სიტუაციას, მაგრამ არის მოვლენები, რომელიც ეროვნული ბანკის ან ხელისუფლების კონტროლის გარეთაა. მაგალითად, ნავთობის ფასები. როდესაც ნავთობის გლობალური ფასები იზრდება, შეუძლებელია ამას რაიმე დაუპირისპიროს ნებისმიერმა ცენტრალურმა ბანკმა. ჩვენ ვიღებთ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭიროა ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.