კონსულტაციები ოპოზიციაში - "დროა" ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს

17.02.22 15:22
კონსულტაციები ოპოზიციაში - "დროა" ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ხოშტარიამ "ლელოს" ცენტრალურ ოფისში მისვლის  შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ხოშტარია "ლელოსთან" კონსულტაციებს რუსთავში შუალედურ არჩენებთან დაკავშირებით მართავს. "დროას" ლიდერი ბადრი ჯაფარიძისგან რუსთავის განვითარების გეგმას მოისმენს. 

ბადრის ჩვენ ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და გვექნება საუბარი კონკრეტულად როგორ ხედავს ის ამ რუსთავის არჩევნებს. ამას განვიხილავ პირველ რიგში ბრძოლას ხალხთან საკომუნიკაციოდ და რა თქმა უნდა მის გვერდში ვიდგებით", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

დღესვე გახდება ცნობილი კიდევ ვინ დაუჭერს მხარს შუალედურ არჩენებზე ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.  პარლამენტიდან გამოძევებული დეპუტატის კანდიდატურას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა უკვე აქვს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯაფარიძეს მხარდაჭერა გუშინ გამოუცხადა.  "ტვ პირველის" ინფორმაციით, მხარდამჭერი პარტიების რიცხვს "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი" შეუერთდება.  

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს პარტია "საქართველოსთვის" და "ევროპული საქართველო".

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა,  რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.