ენტონი ბლინკენი მზადყოფნას გამოთქვამს, სერგეი ლავროვს მომავალ კვირას შეხვდეს

18.02.22 10:09
ენტონი ბლინკენი მზადყოფნას გამოთქვამს, სერგეი ლავროვს მომავალ კვირას შეხვდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მზადაა, მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

”სახელმწიფო მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა დიპლომატია და დიალოგია, ის მზადაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მომავალ კვირას ევროპაში შეხვდეს. ვეთანხმებით რუსული მხარის მიერ შემოთავაზებულ თარიღს მომავალი კვირის ბოლოს იმ პირობით თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება,“- განაცხადა ნედ პრაისმა.