კომპრომატები გახარიას წინააღდეგ - რის გამოქვეყნებას აანონსებს "ოცნება"

18.02.22 11:17
კომპრომატები გახარიას წინააღდეგ - რის გამოქვეყნებას აანონსებს "ოცნება"

"ოცნება" გიორგი  გახარიას ფინანსური კავშირების ლუსტრაციით ემუქრება. მმართველი პარტიის ლიდერები უკვე ღიად აანონსებენ რომ ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებას ჯერ არ ჩქარობენ გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ფინანსურ ვალდებულებებს შეეხება. "ოცნების" მუქარას გახარიას გუნდში პასუხობენ.

მათ ძალიან ეშინიათ ჩვენი. მშვიდი ირონიით ვაფასებთ ბატონი კობახიძის ამ განცხადებას, ბევრს ლაპარაკობს ზოგადად და ლაპარაკობს წყალს. მას ურჩევნია, რომ ჯერ აი ის ბრალდებები გამოიძიოს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ფაქტიურად შეტანილი გვაქვს განცხადებები პროკურატურაში და იმ ბრალდებებს გასცეს პასუხი. ჩვენ ძალიან ირონიულად ვუყურებთ ხოლმე მის განცხადებებს", - ამბობს კახა ქემოკლიძე.

"ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ გასაჯაროება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ მოიქცევა ყოფილი პრემიერის გუნდი რუსთავის არჩევნებზე.