"ლელოს" დაფინანსება უწყდება - ფრაქცია შესაძლოა გაუქმდეს

18.02.22 11:39
"ლელოს" დაფინანსება უწყდება - ფრაქცია შესაძლოა გაუქმდეს

პარტია "ლელოს" დაფინანსება უწყდება. ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შედეგად, პარტია “ლელო“ საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს.

კანონის  თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. პარტია “ლელოს“ საარჩევნო სიით პარლამენტში ოთხი დეპუტატი შევიდა, რომელთაგან ორს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდათ.

თუ ჯაფარიძის ადგილს რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია გაუქმებულად გამოცხადდება.

"ლელოს" ლიდერები აცხადებენ, რომ ეს "ოცნების" მხრიდან შურისძიებაა.

არ იქნება გასაკვირი, რომ დაფინანსებაც შეწყვიტონ, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ ამომრჩეველმა მოგვანიჭა არის არა ფული, არამედ მხარდაჭერა იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ამ ამაზრზენი ხელისუფლების ცვლილებისათვის", - ამბობს საბა ბუაძე.