ხმაური და დაპირისპირება კასპის საკრებულოში - ოპოზიციის წევრები შენობიდან ძალით გაიყვანეს

18.02.22 12:57
ხმაური და დაპირისპირება კასპის საკრებულოში - ოპოზიციის წევრები  შენობიდან ძალით გაიყვანეს

კასპის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ვითარება  სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "ქართული ოცნებისთვის" არასასურველი პირები გამოჩნდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიცია და კასპის ყოფილი მერი. პოლიციამ  მათ  შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩეოდა კასპის პოლიციის უფროსი გიორგი ჩოქური.  ფიზიკური დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.  კასპის საკრებულო პოლიციის ალყაშია მოქცეული. ამ წუთებში გამოკითხვები მიმდინარეობს. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კითხვები საკრებულოს თავმჯდომარის შოთა ბეგლარაშვილის დიპლომთან დაკავშირებით დასვა.