თამთა თოდაძის საქმე - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ყოფილი დეპუტატი ჩვენებას აძლევს
საქალაქო სასამართლოში სექსუალურ ძალდობაში მხილებული, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ჩვენებას აძლევს. ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს,რომ ქალმა ყველაფერი გამოიგონა. საქმე ეხება 2019 წლის 30 სექტემბრის დილას მომხდარს.
მე მაწუხებს 2 წელიწად ნახევარია მიდის ეს პროცესები, ვარ თავის მართლების რეჟიმში, მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილები", - თქვა ჯიშკარიანმა.
ილია ჯიშკარიანი ისაუბრებს სიმართლეს, გაიხსენებს ყველაფერს რაც მოხდა იმ დღეს და რაც ჩაიდინა თამთა თოდაძემ, შესწავლილი მყავს მისი პერსონა, რატომ იცრუა, რატომ დააბრალა ჯიშკარიანს ის, რაც არ ჩაუდენია", - ამბობს ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი.
4 მარტს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.