ბათუმის მერია ბულვარში უკანონო ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს
ბათუმის მერია ბულვარში უკანონო ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს. აღსრულების სამსახურისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები "პიერ ბათუმის" დემონტაჟს ახორციელებენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა, ხოლო კომპანიის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობი უკანონოდ განთავსდა.
ფართების მფლობელები დემონტაჟს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, თუმცა არა შერჩევით.