ქოლ ცენტრებზე გამოძიება გაგვიყვანს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან "ნაც მოძრაობასთან" - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ე.წ. ქოლ ცენტრების სკანდალის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას. კობახიძის თქმით, ოპოზიცია საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.
ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, არის დაწყებული გამოძიება და ეს გამოძიება სავარაუდოდ, გაგვიყვანს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ამასთან დაკავშირებით იმედია, მეტი დეტალი ძალიან მალე გახდება ცნობილი“, - ამბობს კობახიძე.
პროკურატურამ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავა. უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.