გახსოვთ, საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში, შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი - კობახიძის ახალი ბრალდება

18.02.22 15:17
გახსოვთ,  საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში, შეიძლება ამის უკანაც იყოს „ნაცმოძრაობის“ კვალი - კობახიძის ახალი ბრალდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და  გიორგი გახარიას პარტიას შორის ალიანსი ნამდვილად არსებობს და ამაზე კითხვის ნიშნები მოხსნილია.

ის რომ ალიანსი არსებობს "ნაცმოძრაობასა" და გახარიას შორის ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია. თუმცა არის დეტალები, რომელიც უკავშირდება ამ ალიანსს კავშირებს , რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური  გუნდიდან გავიდოდა. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საინტერესო. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი. შეიძლება ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული საკითხები, რომელიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი და ა.შ. გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში, შეიძლება ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის“ კვალი“- განაცხადა კობახიძემ.