"სუს-ი არის მთავარი ქოლ ცენტრი საქართველოში" - ხაბეიშვილი

18.02.22 15:06
"სუს-ი არის მთავარი ქოლ ცენტრი საქართველოში" - ხაბეიშვილი

"სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის შენობასთან განაცხადა.ხაბეიშვილმა  საგანგებო ბრიფინგი სუს-თან გამართა. ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ტრანსნაციონალურ დანაშაულის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე  ივანიშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით  გატარდება. 

ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი, ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, ამიტომ რიგითი თანამშრომლები კი არა, არამედ რეალური ვინც მფარველობენ ამ ქოლ ცენტრებს. სუს-ი არის მთავარი ქოლ ცენტრი საქართველოში, მთავარი დანაშაულის ადგილი,ადგილი საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და :ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდეგ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის ზონდერებისთვის და არჩევნებიოს გასაყალბებლად.

ჩემ გარეშეც უნდა დაეწყოთ გამოძიება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ლილუაშვილის წინააღმდეგ გატარდება საგამოძიებო მოქმედებები ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით და სავარაუდოდ ეს ადამიანები იქნებიან სანქცირებულები ", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ლევან ხაბეიშვილმა ასევე  კონკრეტული მისამართიც გააჟღერა, სადაც მისი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის ქოლ-ცენტრი ამ წუთებშის ფუნქციონირებს.  

მე ამასობაში კონკრეტულ ოფისებთან დავდივარ, ვასაჯაროებ კონკრეტულ მისამართებს, ასევე მინდა ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მაგალითად ჭავჭავაძის 30 ნომერში მოწყობილი, ახლაც ფუნქციონირებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც არის უჩა მამაცაშვილის. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გადაამოწმოთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ე.წ. ქოლ-ცენტრის კიდევ 5 თანამშრომელი დააკავა.